იგრძენი მომავალი
საქართველოს ბანკი
წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკის განახლებულ ბრენდს
წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკის განახლებულ ბრენდს
გერქვას საქართველოს ბანკი, ერთდროულად საამაყო და საპასუხისმგებლოა. ჩვენ ვემსახურებით მთელი საქართველოს მოსახლეობას.
ყოველდღიურად ურთიერთობა გვაქვს ასიათასობით განსხვავებულ ადამიანთან და ყოველი მათგანისთვის ვქმნით და ვავითარებთ საუკეთესო საბანკო პროდუქტებსა და მომსახურებას.
ყოველი დღე ჩვენთვის არის გამოწვევა – ვიყოთ ქვეყნის ლიდერი ბანკი, ვიზრუნოთ საქართველოს საბანკო სექტორის განვითარებაზე და დავიცვათ საქართველოს ბანკის სახელის საპატიო ღირსება.
ლომი ცხოველთა მეფეა და ძალის, გაბედულობისა და სიბრძნის სიმბოლოს წარმოადგენს, ანუ ყველა იმ თვისების სიმბოლოს, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი ბანკისათვის.
როგორც საქართველოს ლიდერი ბანკი, ვიზუალურ სიმბოლოდ ალაზნის ველის მიდამოებში აღმოჩენილი ლომის ქანდაკების რეპროდუქციას ვიყენებთ. „ალაზნის ველის ლომი“ დათარიღებულია ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ათასწლეულით და ქართული ლომის ყველაზე ძირძველ გამოსახულებას წარმოადგენს.
რასაც არ უნდა ნიშნავდეს მომავალი, ის ყველასთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ვარსებობთ, რათა შეგამზადოთ მომავლისთვის – ფინანსურად, რაციონალურად, ემოციურად, სოციალურად, უფრო მეტიც, ჩვენ ერთად ვქმნით მომავალს.
ნარინჯისფერი შემოქმედებითი აზროვნებისა და სიახლის ძიების სიმბოლოს წარმოადგენს.
ნარინჯისფერი ჩვენთვის არის: ბედნიერება, სითბო, ენერგია, ოპტიმიზმი, ენთუზიაზმი, შემოქმედება, მოტივაცია, მგრძნობელობა, აღფრთოვანება, ძალა, გაბედულობა, მიზნების მიღწევა, ცნობადობა, ჰარმონია, ბალანსი და, რაც მთავარია – სიყვარული!